რუსებსა და ივანიშვილის შორის კონტრაქტის ნაწილია - ბექა კობახიძე ოპოზიციის აკრძალვაზე
"ოცნება" რუსული დიქტატურის გზას დაადგა, - ასე აფასებს ისტორიკოსი ბექა კობახიძე ივანიშვილის ხელისუფლების განცხადებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დააანონსა.
ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი ივანიშვილსა და რუსებს შორის დადებული კონტრაქტის ნაწილია. მისი თქმით, ის მიღწევასაც რუსეთი უკრაინაში ომის გზით ცდილობს, საქართველოში არსებული რუსული ხელისუფლება "ჩაბარების და კაპიტულაციის" გზით აკეთებს.
დიქტატურაზე გადასვლის ეტაპია. დიქტატურაში არ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა და ამ გზაზე არიან წასულები. ეს არის, ჩემი აზრით, რუსებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს შორის კონტრაქტის ნაწილი, რომ „ნიუნბერგის პროცესი“ უნდა ჩატარდეს, რომ ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ, უნდა მოხდეს დენაციფიკაცია, როგორც რუსები უწოდებენ, რაც ითარგმნება, რომ პროდასავლური ნებისმიერი ჯგუფი უნდა აიკრძალოს და გამოირიცხოს სამუდამოდ. ბოდიში უკვე მოხდილი აქვთ, დემილიტარიზაცია გაკეთებული აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ჯარის დაფინანსება მინიმალურზე მინიმალურია და რასაც რუსეთი ცდილობს, რომ ურაინაში მიაღწიოს ომის გზით, ის უომრად, ჩაბარებით, კაპტულაციით პირდაპირ კეთდება საქართველოში ამ ჩვენი ადგილობრივი რუსების ხელით, - ამბობს ისტორიკოსი.
ცნობისთვის, “ოცნების“ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
მდინარაძე ამბობს, რომ ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.