ევროპული მომავლის მცველები მოთხოვნებს ამკაცრებენ: "მთავარ მოთხოვნად რეჟიმის ჩამოცილება უნდა დასახელდეს"

28.03.25 13:39
ევროპული მომავლის მცველები მოთხოვნებს ამკაცრებენ: "მთავარ მოთხოვნად რეჟიმის ჩამოცილება უნდა დასახელდეს"

ოპოზიციის აკრძალვის დაანონსებამ შესაძლოა, ივანიშვილის გუნდის მიმართ წაყენებული მოთხოვნები კიდევ უფრო გაამკაცროს. ევროპული მომავლის მცველები ამ დრომდე მხოლოდ ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ივანშვილის ახალი რუსული გეგმის შესახებ მოისმინეს, ამბობენ, რომ მთავარ მოთხოვნად რეჟიმისს წასვლა და "ოცნების" დასასრული უნდა იქცეს 

ჩვენ რომ აქეთ მივდიოდით, ეს ყველაფერი ჩანდა ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში, მაგრამ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წლის ივნისში. სამწუხაროდ, ჩვენ ივნისში ჩვენს თავს დავაჯერეთ, რომ რუსულ რეჟიმს, აი, ამას, რასაც ახლა დღეს ვუყურებთ, და ეს ყველაფერი ჩანდა მაშინაც, შევცვლიდით თითქოს არჩევნებით და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ეს იყო, პრინციპში, დანაშაული, რომ არალეგიტიმურ ძალას, ტერორისტულ რეჟიმს ჩვენ ვთხოვთ, რომ დაგვინიშნოს და ჩაგვიტაროს არჩევნები. ეს არის პირდაპირ თავით გადაშვება ჰადესში. ეს არის დეფაქტო მმართველობა, ვერსად ვერ გადადგება, როდესაც იურიდიულად არ არსებობს ის როგორც მმართველი. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ რეჟიმის ჩამოცილება ხელისუფლებიდან და არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებით არჩეულმა მთავრობამ. ამ სიმართლის სიმწვავე, თუ ეს არ მოხდება, დიაგნოზს ვერ დავსვამთ და გამოვნახავთ მკურნალობის გზებს, - ამბობს რეჟისორი და აქტივისტი გიორგი თავართქილაძე.

ცნობისთვის, “ოცნების“ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

მდინარაძე ამბობს, რომ ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.

 

მსგავსი სიახლეები