აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" ნაციონალიზაციას ითხოვენ
პროტესტის 29-ე დღეს ჭითურელები ე.წ. ხელისუფლებას დედაქალაქიდან მიმართავენ. ისინი ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან არიან შეკრებილები. "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები ჭიათურის მანგანუმის ნაციონალიზაციას მოითხოვენ. უკვე მეხუთე დღეა აქციის მონაწილეებები "ოცნებას" მოუწოდებენ, სახელმწიფომ გაუუქმოს "ჯორჯიან მანგანეზს" ხელშეკრულება და ის სხვა კომპანიით ჩაანაცვლოს.
დაგვსვან სამხრივ კომისიაში, ვისაუბროთ მთავრობასთან ერთად. შემდეგი ჩვენი მოთხოვნა არის ბანკების და ხელფასების შემდგომ, რომ სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურის მანგანუმში მომპოვებლური სამუშაოები, ჰყავდეს წარმომადგენელი და ჭიათურელ სპეციალებთან ეღთად მართოს ეს ეს საწარმო.
ფონდია ჩვენი შემდეგი მოთხოვნა, რადგან ჭიათურას სჭირდება გადარჩენა და ახალი სამუშაო ადგილები, რადგან ეს არის ამოწურვადი რესურსი, მანგანუმის მოპოვება, - ამბობს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ უკვე ორრ კვირაზე მეტია ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები შეჩერებულია.