პოლიციის ოფიცერი: პროტესტს ვუცხადებ არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლების უნიჭო "თოქშოუს"... არ მოვიხდი ბოდიშს საქართველოს მტრების წინაშე

28.03.25 13:53
პოლიციის ოფიცერი: პროტესტს ვუცხადებ არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლების უნიჭო "თოქშოუს"... არ მოვიხდი ბოდიშს საქართველოს მტრების წინაშე

პოლიციის ოფიცერი "ოცნების" არალაგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ -  თადარიგის მაიორი არჩილ ცქვიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "არ მოიხდის ბოდიშს საქართველოს მტრების წინაშე და არ დაუჩოქებს"

პროტესტს ვუცხადებ არალეგიტიმური, თვითმარქვია რუსული ხელისუფლების უნიჭო "თოქშოუს" - წერს პოლიციელი. 

მე არჩილ ცქვიტიშვილი, როგორც ქართული პოლიციის ოფიცერი, თადარიგის მაიორი, რომლის ოჯახის წევრები დაზარალდნენ ან დაიღუპნენ რუსული საღორის მიერ აფხაზეთში მოწყობილ ქართველთა გენოციდის დროს..ვუცხადებ პროტესტს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ, არალეგიტიმური თვითმარქვია რუსული ხელისუფლების უნიჭო და მოღალატურ ტოკშოუს..საქვეყნოდ აჟიტირებულ ქოცთღალატის სპექტაკლს ...ასევე ვაცხადებ,რომ მე არ მოვიხდი საქართველოს მტრების წინაშე ბოდიშს და არ დავუჩოქებ!!!
არ დავარღვევ ჩემს მიერ სამი ათეული წლის წინ დადებულ პოლიციელის ფიცს!!
დიდება უფალს 🙏
გაუმარჯოს საქართველოს 🇬🇪
მარადიული ხსოვნა გმირებს🙏"- წერს არჩილ ცქვიტიშვილი.

მსგავსი სიახლეები