"არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ! არავინ გეგონოთ თქვენზე ნაკლები მამაკაცი, წერტილი!" - თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს

28.03.25 14:58
"არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ! არავინ გეგონოთ თქვენზე ნაკლები მამაკაცი, წერტილი!" - თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს

 

 

რეჟიმი აგვისტოს ომის გენერლების წინააღმდეგ - თეა წულუკიანმა ე.წ. საგამოძებო კომისიის სხდომაზე დღეს მამუკა ყურაშვილს სიტყვა გააწყვეტინა, უყვირა და სამხედრო მუნდირში შემოსილ მებრძოლს საქვეყნოდ შენიშვნები მისცა. 

„მე არ მგონია,რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ და მოდით, ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით“, - მიმართა წულუკიანმა ყურაშვილს, რაზეც მამუკა ყურაშვილმა რეპლიკით უპასუხა: „გისმენთ, რა მოვიქეცი ასეთი?!“

„სალაპარაკო ენაზე ვიტყვი, გუშინ, მე ძალიან ბევრი რაღაც, როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე, ტონი გავატარე! ტო-ესბის ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე, ამიტომ, მოდით, ახლა „დავჭკვიანდეთ“ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ! თუ მობრძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს, პირველ რიგში, გასაგებია?! რა მინდა და ახლა დაგისვამთ კითხვას და უპასუხეთ. აქ გისვამენ კითხვებს. აქ არცერთი არ გეგონოთ, რბილად ვიტყვი და აქ წევრებს ბოდიშს ვუხდი წევრებს - თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე, რა! წერტილი!“, - მიმართა თეა წულუკიანმა ყურაშვილს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თეა წულუკიანმა ყურაშვილს ასეთი სახის კითვა დაუსვა:

„პირველად როდის გადაეცით, ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, აქ კარგად არ არის საქმე, რომელი დღე იყო, როცა ეს გადაეცით?“

თავის მხრივ, მამუკა ყურაშვილმა საპასუხოდ განაცხადა:

„რას ჰქვია, გადასარჩენი ქალბატონო თეა?! ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლო-ბოლო?! რას მეკითხებით?“- აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.

ყურაშვილის ამ პასუხს გამოეხმაურა კომისიის წევრი, ალექსანდრე ტაბატაძე.

„ბოლო-ბოლო, რა გინდა” კი არა, მომისმინე ერთი წუთით! ცოტა დაუწიეთ... აქ არავინ ზის არც ნაკლები და არც...სხვა რამეს გეკითხებათ. თქვენ ამაზე ხართ პასუხისმგებელი. სწორედ იმიტომ გაქვთ სამშვიდობო მისია, რომ იქ მოსახლეობა დაიცვათ. როდესაც თქვენ გააკეთეთ მოხსენება, რომ ასეთი მდგომარეობაა, მოწინააღმდეგე მხარეს გაჰყავს ხალხი, ანუ საგანგაშო ვითარებაა. ორი ჯარისკაცი მოგვიკლეს. თქვენ ითხოვთ და ვალდებულიც იყავით, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები. მაშინ უნდა გვითხრათ,რომ იქიდან არავითარი პასუხი არ გქონიათ. მე ვიცი, რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამაზე გქონდათ,“ - მიმართა ალეკო ტაბატაძემ.