"24 წლის მურმან კალანდია, რომელსაც მთვრალი პოლიციელი დაეჯახა, ამ დილით გარდაიცვალა" - მაია კალანდია
"ქვეითი, მურმან კალანდია, რომელსაც დარჩელში მთვრალი პოლიციელი მანქანით დაეჯახა, დღეს დილით დაიღუპა" - ამის შესახებ ინფორმაციას მაია კალანდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
- დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა 11 მარტს მოხდა.
"24 წლის მურმან კალანდია, რომელსაც მთვრალი პოლიციელი დაეჯახა, ამ დილით გარდაიცვალა.
დაქვრივდა, 21 წლის, 5 თვის ორსული მეუღლე.
მშობლებს მოუკვდათ უკეთილესი შვილი. სოფელმა და ქვეყანამ დაკარგა პატიოსანი მოქალაქე!
... ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი!" - წერს მაია კალანდია.