"ჭიათურაში ყველაფერი გაჩერებულია, ხალხი შიმშილის პირასაა" - მაღაროელების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
ჯანდაცვის სამინისტროსთან ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ორ საათზე მეტია თბილისში ჩამოსული მოქალაქეები მიხელი სარჯველაძის პასუხის ელოდებიან. მაღაროში მომუშავე ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათი შრომითი უფლებები ირღვევა.
"ჯორჯიან მაგნეზიის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები 3 თვის ხელფასის ანაზღაურებასა და ჭიათურის მანგანუმის ნაციონალიზაციას მოითხოვენ.
მაღაროელები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სახელმწიფოს, ჩაერთოს პრობლემების მოგვარებაში და დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.
ჭიათურაში ყველაფერი გაჩერებულია და ხალხი შიმშილის პირას არის მიყვანილი. სამი თვის ხელფასი არ აუღიათ, სამი თვის ხელფასი 60%, ამიტომ პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს და შემდგომ აუცილებელია სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგინოს გეგმა რეგიონის განვითარების, რადგან ეს პრობლემა დღეს თუ გადაიჭრა ხვალ და ზეგ ისევ დაგვიდგება", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
"გაჭირვების ზღვარზეა ქალაქი, გაჭირვების ზღვარზეა მოსახლეობა"- ამბობს აქციის მონაწილე.
გაჭირვების ზღვარზეა ქალაქი, გაჭირვების ზღვარზეა მოსახლეობა. ზუსტად ოთხი დღის წინ ვიყავი ქალაქში თითქოს შენობებიც კი ტირის. ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობა აქვთ მაღაზიებში, რა მდგომარეობაა სკოლებში. ეს არის უკიდურესი გაჭირვება. ნელ-ნელა მიიყვანე ჩვენი მოსახლეობა ამ დღეში. 3500 მაღაროელის უკან სამჯერ და ოთხჯერ მეტი ხალხი დგას", -ამბობს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები შეჩერებულია.