"დაუთმეთ საჯარო მოხელეებს ღია ეთერი" - ბრიფინგი საზმაუსთან

28.03.25 15:43
"დაუთმეთ საჯარო მოხელეებს ღია ეთერი" - ბრიფინგი საზმაუსთან

დღევანდელ დღეს უკვე ბევრად მწვავე ფორმებს იღებს ის რეპრესიები, რომლებიც საჯარო სამსახურების მიმართ ხორციელდება, - ამის შესახებ საჯარო მომსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრებმა საზმაუსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით უამრავი ადამიანი გაუშვეს.

საგანგებო ბრიფინგზე საჯარო მომსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თანათავმდჯომარე საზმაურს ადმინისტრაციას მოუწოდა, დაუთმოს საჯარო მოხელეებს ღია ეთერი, რათა საზოგადოებამ ყველა საჯარო მოხელის ხმა გაიგონოს. 

გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ მწვავე რეალობას, რომელიც საჯარო მოსამსახურეების წინაშეა. დღევანდელ დღეს უკვე ბევრად მწვავე ფორმებს იღებს ის რეპრესიები, რომლებიც საჯარო სამსახურების მიმართ ხორციელდება. თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებში ამ კვირის განმავლობაში უამრავი თანამშრომელი გაუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ღიად დააფიქსირეს ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა.

ამ ბრიფინგით გვინდა, ასევე გამოვეხმაუროთ იმას, რაც ამ კვირის განმავლობაში ჩვენ გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას. სახალხო დამცველი, რეალურად, ვერ გვთავაზობს რაიმე ეფექტურ მექანიზმს, რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს საჯარო მოსამსახურეების უფლებები.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ღიად ვითხოვთ კიდევ ერთხელ, რომ მათ შორის, იმ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს მიერ არის მომზადებული, რომ სახალხი დამცველმაც გამოხატოს თავისი პოზიცია, ღიად დააფიქსიროს და მხარი დაუჭიროს ამ სარჩელს. 

ასევე, ჩვენ, ბუნებრივია, გამოვეხმაურებით იმ საკითხსაც, რომ ცენტრალური პროფკავშირები და მისი წევრი ორგანიზაცია ჩვენ, რეალურად, ხელს არ გვიწყობს იმისთვის, რომ მოვახდინოთ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და ამასთან დაკავშრებითაც ჩვენ აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას.

ყველაფერთან ერთად, ჩვენ, გვინდა, რომ საზმაუს მოვუწოდოთ, რომ საჯარო მოხელეებს დაუთმოს ღია ეთერი იმისთვის, რომ ისმოდეს მათი ხმა და საზოგადოებამდე მივიდეს ის რეპრესიები, რაც ხორციელდება. ის, რომ საჯარო მოხელეების გვერდზე არ დღეს არ დგას არცერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რაც მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით, ქმნიდეს დაბრკოლებას საჯარო მოხელეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი აგერთიანება საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი შეუძლია, რომ საკუთარი შესაძლებლობებითაც დაიცვას ჩვენი, საჯარო მოხელეების უფლებები. ვითხოვთ ღია ეთერს საზმაუსგან, რათა ჩვენ შესაძლებლობა გვქონდეს, ყველა საჯარო მოხელის ხმა გავაგონოთ საზოგადოებას, - განაცხადა პროკავშირის თანათავმდჯომარემ კახი სამხარაძემ. 
 

მსგავსი სიახლეები