აფხაზეთში დაპატიმრებულ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ - "ეხო კავკაზა"

28.03.25 16:37
აფხაზეთში დაპატიმრებულ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ - "ეხო კავკაზა"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ 2020 წელს დაკავებული და ცხრა წლით თავისუფლებააღკვეთილი საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ახალგაზრდა მაშინ აიყვანეს, როცა მან 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა და სეპარატისტების დროშა დაწვა. 

მსგავსი სიახლეები