მკვდარი სულები ცოცხლების სიაში - აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა
მკვდარი სულები ცოცხლების სიაში - აუდიტის სამსახური სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს. დგინდება, რომ
4,500-ზე მეტი გარდაცვლილი ადამიანი 2019-დან 23 წლამდე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აქტიური პირის სტატუსით სარგებლობდა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ რეესტრში აქტიური სტატუსით დღემდე ირიცხებიან პირები, რომლებიც 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არიან გარდაცვლილები, მოხსნილნი მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან ან შეწყვეტილი აქვთ მოქალაქეობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში რეესტრში ინფორმაცია აისახება მნიშვნელოვანი დაგვიანებით.
აქედან გამომდინარე, მაღალია სოციალური დახმარების არამიზნობრივად გაცემის რისკი.
შერჩეულ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებიდან45 მიღებული ინფორმაციით, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული შეტყობინებები სტატუსის მქონე პირების გარდაცვალების, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, მუნიციპალიტეტების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, რჩებოდა რეაგირების გარეშე და აღნიშნული პირებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებები არ მიეწოდებოდა სააგენტოს, შესაბამისად არ ხდებოდა რეესტრში ცვლილებების ასახვა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას", - წერია დასკვნაში.
- გამოცემა BM.ge-მ დასვა კითხვა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად იხარჯებოდა და ხალხის ფული იფლანგებოდა? პასუხად ვარკვევთ, რომ გარდაცვლილები სიცოცხლეში სოციალური შეღავათებით არ სარგებლობდნენ, თუმცა ირკვევა რომ მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები საპენსიო და სოციალურ პაკეტზე დანამატს იღებენ.
თუმცა აქ მხოლოდ საჭვოდ გახარჯული ფული არ არის საინტერესო, ოპოზიცია ეჭვობს, რომ "ოცნებამ" მკვდარი სულები შესაძლოა, საარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდნენ ადამიანებს, რომელიც სინამდვილეში გარდაცვლილი არიან, მაგრამ მათი იდენტობის გამოყენება ხდებოდეს ისე, როგორც ხდებოდა მათი იდენტობის გამოყენება. ბევრი სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდი გამოიყენა ივანიშვილმა ამ არჩევნებზე იმისთვის, რომ მიეტაცებინა ქართველ ხალხის ნება და ამ ით ჩვენ ქვეყნის ევრო ატლანტიკური არჩევანი", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ანალიტიკოსები ყურადღებას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ამახვილებენ.
ამ დასკვნის მიხედვით, 41 ათასი არის ასე დახარჯული, რახან ეს ხვრელი არსებობს, ეს ხვალ შეიძლება მილიონი გახდეს - ამბობს ირაკლი მელაშვილი და აცხადებს, რომ აღნიშნული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გახდეს.
ეს მკვდარი სულები არის აღრიცხვის პრობლემა. იმის გამო, რომ აღრიცხვიანობა არ წარმოებს წესიერად და არ ხდება დროულად გარდაცვლილთა რაოდენობის მიწოდება არ ხდება შესაბამისი უწყებისათვის, ჩვენ ვიღებთ აცილებას. ეს არის დიდი ხვრელი, იმასა რომ შეიძლება მოხდეს არასათანადო ხარჯვა ამ თანხების. ე ხლა აუდიტის სამსახური წერს ამ დასკვნაში, რომ 41 ათასი არის ასე დახარჯული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რახან ეს ხვრელი არსებობს ეს ხვალ შეიძლება მილიონი გახდეს, ზეგ შეიძლება გაიზარდოს, მაზეგ შეიძლება შემცირდეს.ე ს იმას ნიშნავს, რომ სამინისტროები, რომელიც პასუხის აგებენ ამ საკითხზე ისინი საკუთარ მოვალეობას არ ასრულებენ და ეს უნდა იყოს პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, საფუძველი არის იმისა, რომ პასუხი მოსთხოვონ სამინისტროებს, რატომ არ ხდება ამ პროგრამების ჯეროვნად შესრულება. პარლამენტის მოვალეობას არის სხვათა შორის აუდიტის სამსახური მის დაქვემდებარებაშია, მის წინაშეა მხოლოდ ანგარიშვალდებული დაიბაროს მინისტრი და ეს ყველაფერი დაუდოს და პასუხი მოსთხოვოს ამაზე", - ამბობს მელაშვილი.