"აგვისტოს ომის გენერლებს რუსეთთან ომის გამო ასამართლებენ" - საპროტესტო აქცია პარლამენტთან
"აგვისტოს ომის გენერლებს რუსეთთან ომის გამო ასამართლებენ" - ამ მოწოდებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. სტუდენტებისთვის აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ომის გენერლისთვის საქვეყნოდ მიცემული შენიშვნები.
პარლამენტთან სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა.
სირცხვილია - ამბობენ აქციის მონაწილეები. მოქალაქეებს უღრმავდებათ ეჭვი რომ რუსული დავალების შესრულებით, ოლიგარქის გუნდი ქვეყანასაც რუსეთს აბარებს.
ცოტა სასაცილო ვითარება არის დარწმუნებული ვარ ცდილობ პროვოკაციაზე წამოგვაგონ, იქიდან გამომდინარე რომ აქ აქციის დაწყებიდან ახალგაზრდები იდგნენ აქციის ინვენტარებით, ბანერებით მათ შორის და ახლა მოუწოდებენ, რომ პარლამენტის ტერიტორიას მოშორდნენ. ანუ, გამოდის, რომ გზაზე უნდა გადაიდეთ და გზაზე გადასვლის შემთხვევაში, ხან ჯარიმებს წერენ, ხან დაკავებას იწვევს ეს ყველაფერი და ცოტა გაუგებარი არის, მაშინ როდესაც თითქოს სამართალს უნდა იცავდნენ ეს ადამიანები ვხედავთ, რასაც აკეთებენ წულუკიანს და ხაინდრავას იცავენ. ადამიანები, რომელიც დაკავებულები არიან ქვეყნის ღალატის ცდილობენ შელახონ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და ვხედავთ რას აკეთებენ", - ამბობს სტუდენტი
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან გოგა ხაინდრავა გამოჩნდა, რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაც მოყვა. "ოცნების" პროპაგანდისტი სწორედ წულუკიანის საგამოძიებო კომისიიდან გამოდიოდა. ხაინდრავამ სტუდენტებს შუა თითი უჩვენა . ახალგაზრდებმა ხაინდრავა "მონა მონას" ძახილით გააცილეს.