"საჩუქრებით" სასამართლოში - რა ხდება ბათუმის საკონსტიტუციოში?
ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში დიდი თავყრილობაა - "პირველებმა" გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ სასამართლოში "ოცნების" წარმომადგენლები შედიან. ადგილზე იმყოფებიან მოსამართლეები, შენობაში იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც. შეკრება, სავარაუდოდ, მერაბ ტურავას უფლებამოსილების ვადის ამოწურვას უკავშირდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას უფლებმოსილების ვადა 30 მარტს ეწურება და სავარაუდოდ, ის კოლეგებს და თანამშრომლებს ემშვიდობება. ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური უარყოფს, რომ დღეს რაიმე სახის ღონისძიება იმართება სასამართლოში. ადგილზე შესულმა "ოცნების" წევრებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი სულხან დუმბაძე ადგილზე საჩუქრებით გამოცხადდა, თუმცა "პირველებს" უმტკიცებს, რომ ადგილზე სასეირნოდ არის მისული.
შეკრების პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროტესტის ხმა ისმის - ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტებით არიან მისული.
ეს არის ასეთი დოლარი, ს ადაც ფული წონის ჩვენს მოსამართლეებს, უსამართლო სასამართლოა და ეს იცის ყველამ, უბრალოდ ბევრი ვერ გამოხატვა , მაგრამ სულ მალე გამოხატავენ და როგორც დავპირდი ბორშჩით და როგორც ვუთხარი ჩვენს მოსამართლეს, რომ ვინც უსასრულოდ იქცევა აუცილებლად აღმოჩნდება იმ ადგილას, სადაც აღმოჩნდებიან", - ამბობს აქციის მონაწილე.