საპროტესტო აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს

28.03.25 18:07
საპროტესტო აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს

 

 

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, მომიტინგეებმა საპროტესტო ბანერების გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

როგორც თვითმხილველებმა „პირველებს“ უთხრეს, გზაზე ორო გოგონა გადავიდა პლაკატებით, რა დროსაც ისინი ძალის გამოყენებით გააცილეს ტერიტორიას.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილები საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან გოგა ხაინდრავა გამოჩნდა, რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაც მოყვა. "ოცნების" პროპაგანდისტი სწორედ წულუკიანის საგამოძიებო კომისიიდან გამოდიოდა. ხაინდრავამ სტუდენტებს შუა თითი უჩვენა . ახალგაზრდებმა ხაინდრავა "მონა მონას" ძახილით გააცილეს.

მსგავსი სიახლეები