აქტივისტები, რომლებმაც კედელზე ანწუხელიძის სტენსილის აღდგენა სცადეს, პოლიციამ დააკავა
პოლიციამ აქტივისტები განყოფილებაში ანწუხელიძის სტენსილის აღდგენის გამო გადაიყვანა. უცნობმა პირებმა კედელეზე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის და უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის, კახა თილიძის სტენსილები გადაღებეს და წაშალეს საქართველოს დროშა. 3 აქტივისტს კი, ვინც სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სტენსილების გაცოცხლებას ცდილობდა, თავს პოლიცია დაადგა და განყოფილებაში წაიყვანა.
შემთხვევა მთაწმინდაზე მოხდა. 3 ახალგაზრდას, რომლებც სპეციალური საღებავებით კედელზე საქართველოს შელახული დროშის აღდგენას ცდილობდნენ, პლიციელებმა ჯერ საღებავები ჩამოართვეს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩამოართვეს და პოლიციის განყოფილებაში გაყოლა სთხოვეს.
აქტივისტებისთვის უცნობია, ვინ გამოიძახა ადგილზე სამართალდამცველები. ვიდეოში, რომელიც გრაფიტების ავტორმა გადაიღო, ისმის კითხვა, რის საფუძველზე გადაჰყავთ მოქალაქეები განყოფილებაში. პოლიციელი პასუხობს, რომ მიჰყავთ რეაგირების ოქმის შესადგენად. 4 საათიანი შეყოვნების და საღებავების ჩამორთმევის შემდეგ აქტივისტები გაათავისუფლეს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.