არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც ამას აიტანენ - ნანუკა ჟორჟოლიანი
დაპირისპირება და ხმაური პარლამენტთან - ე.წ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ. ადგილზე იმყოფება ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც ამბობს, რომ ის რაც ახლა ქვეყანაში ხდება, წარმოუდგენელია.
ჟურნალისტის თქმით, როგორ შეიძლება გოგა ხაინდრავას ჰქონდეს იმის უფლება, რომ ვინმეს ასამართლებდეს.
“დღეს ხელახლა გააბრაზეს ეს ახალგაზრდები“,- აცხადებს ჟორჟლიანი.
მოდი, დავიწყოთ თეა წულუკიანის სამარცხვინო რუსობით.თეა წულუკიანი არის რუსი. გოგა ხაინდარავა როგორ შეიძლება, საერთოდ ვინმეს ასამართლებდეს ან იმის უფლება მივცეთ, რომ მოიქცეს ისე, როგორც მოიქცა ე.წ. მთავრობის წევრები...საერთოდ, რას ვუყურებთ?! მე არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც ამას აიტანენ. წარმოუდგენელია. ასეთი გაბრაზებული ახალგაზრდობა ბოლოს როდის ნახეთ რუსთაველზე? მოდი, ვიყოთ გულწრფელები, ჩვენ ხომ ვიცით, გუშინ, გუშინწინ რა პროცესები იყო რუსთაველზე, სადღა იყო ასეთი სიბრაზე? დღეს ხელახლა გააბრაზეს ეს ახალგაზრდები, გამოიყვანეს და ერთი ახალგაზრდა გოგო დააკავეს , რომელსაც ეჭირა ხელში პლაკატი, რომ ანწუხელიძე უკვდავია და მიიღეს ასი ასეთი პლაკატი, - ამბობს ჟორჟოლიანი.