„პირველების“ ინფორმაციით, 9 აპრილის ქუჩაზე გდდ-ის თანამშრომლები მოაბილიზეს
„პირველების“ ინფორმაციით, 9 აპრილის ქუჩაზე დამატებითი რაზმები მოაბილიზეს- ადგილზე გამოჩნდნენ გდდ-ის თანამშრომლები.
ქუჩა გადაკეტილია.
რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხალხი თანდათან მატულობს. მომიტინგეები სკანდირებენ: ანწუხელიძე უკვდავია. ასევე ასრულებენ საქართველოს ჰიმნს.
„პირველებმა“ ასევე გაარკვია, რომ გოგონა, რომელიც იმისთვის დააკავეს, რომ ხელში ეკავა ბანერი წარწერით “ანწუხელიძე უკვდავია“, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის, სანქცირებული სულხან თამაზაშვილის მოადგილე, რონი მესხმა დააკავა.