არალეგიტიმური ხელისუფლება მტრის მოსაწონად იქცევა - ნინო ქათამაძე
დღეს ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება ელაპარაკება მტრებს და მათ გასაგონად იქცევა ისე, თითქოს მათ ქცევას სწორედ ისინი გასაზღვრავდნენ, - ასე აფასებს წულუკიანის კომისიის ქმედებებს მომღერალი ნინო ქათამაძე. ხელოვანის თქმით, რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველ ხალხს სამშობლოს სიყვარული და ერთგულება ჩაუკლას.
დღეს ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება ელაპარაკება მტრებს და მტრების გასაგონად იქცევა ისე, თითქოს მათი ქცევის განმსაზღვრელი იყოს მხოლოდ ჩვენი მტერი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყველანაირი მოტივაცია, სამშობლოსთვის, ერთგულებისთვის, ერთად ყოფნისთვის - ყველაფერი მოკლან და გაანადგურონ, - ამბობს მომღერალი.