რატომ აგინა მამუკა მდინარაძემ 23 წლის აქტივისტს-ანუკა ყაულაშვილი მიმოწერის დეტალებს ჰყვება

28.03.25 23:12
რატომ აგინა მამუკა მდინარაძემ 23 წლის აქტივისტს-ანუკა ყაულაშვილი მიმოწერის დეტალებს ჰყვება

სამოქალაქო აქტივისტი, ანუკა ყაულაშვილი დღეს დაკავებული იმ გოგონას მეგობარია, რომელიც ანწუხელიძის ბანერის გამო პოლიციამ დააკავა.

მეგობრის დაკავების შემდეგ, ანუკამ გადაწყვიტა „ოცნების“ დეპუტატისთვის, მამუკა მდინარაძისთვის მიეწერა და პასუხი მოეთხოვა საკუთარი მეგობრის დაკავების გამო.

როგორც აღმოჩნდა, 23 წლის გოგო ე.წ. დეპუტატის მხრიდან გინების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა.

როგორც ანუკა „პირველებს“ ეუბნება, მდინარაძემ მასთან სატელეფონო საუბარიც კი ვერ გაბედა და მხოლოდ სმს-ით ცდილობდა, მისთვის შეურაცყოფა მიეყენებინა.

მოღალატე მამუკა მდინარაძეს მივწერე, ჩემს მეგობარ თაკოზე, რომელიც ჭიჭინაძეზე დაიჭერს ბანერის გამო, სადაც ეწერა, რომ ანწუხელიძე უკვდავია. მდინარაძის პასუხი იყო გინებით, არავის მაგის გამო არ დაუჭერიათ. მან მაგინა ყველა კონტექსტში, თავიდან ბიჭი ვეგონე და აქ რომ იყო, ვერაფერს მიზამდიო, მე ვუთხარი, მანდ რომ ვიყო ბევრ რამეს გიზამდი, რადგან ვიცი, ახლა ხელებიც გიკანკალებს-მეთქი. რამდენჯერმე დავურეკე და არ მიპასუხა. ლაპარაკის პროცესში ვურეკავდი და ნუ მირეკავ, მერე ხმას იწერთო. მეთქი, ქათამი ხარ, ლაპარაკის გეშინია-თქო. 23 წლის გოგო ვარ, ტელეფონზე ვერ გიპასუხიაო და არ დამიჯერა. მეკაჩავებოდა პარლამენტარი. გამარჯობა, მოღალატე მამუკა მდინარაძე, მე ვარ ანუკა ყაულაშვილი, 23 წლის, ყველანარიად ვიმსახურებ რომ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობდე ლაღად, ბედნიერად,  და რასაც მე რუსთაველზე პროტესტში ვატარებ, მაგდენი დრო რომ სხვა საქმისთვის დამეთმო, ნებისმიერ პროფესიაში პროფესიონალი ვიქნებოდი. ზუსტად ისეთივე ცხოვრებას გისურვებთ თქვენც და თქვენნაირ ადამიანებსაც, როგორც სხვებს უმწარებთ ცხოვრებას“,- ამბობს ანუკა ყაულაშვილი. 

მსგავსი სიახლეები