“სისტემის თანამშრომლები“ ერთმანეთის ბრძანებებს ემორჩილებიან-თამარ კურატაშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

თამარ კურატაშვილი, რომელიც პოლიციამ ბანერის გამო - ანწუხელიძე უკვდავია, დააკავა, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
როგორც მან დიღმის იზოლატორის დატოვების შემდეგ, „პირველებს“ უთხრა, მისი დაკავება აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა და მას კანონი არ დაურღვევია.
კურატაშვილის თქმით, “სისტემის თანამშრომლები“ ერთმანეთის ბრძანებებს ემორჩილებიან და იმას არ უყურებენ, რა ბანერი გიჭირავს, ან რას აპროტესტებ.
მინდოდა, მშვიდობიანად გამომეხატა ჩემი პროტესტი, ამ ბანერით, იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება პარლამენტში, როგორც ყალბდება ისტორია, თუმცა, არ მომცეს ამის საშუალება და უკანონო ბრძანების საფუძველზე დამაკავეს. ჩემ მიმართ ძალა არ გამოუყენებიათ, თუმცა ეს იყო უკანონო დაკავება, რადგან კანონი არ დამირღვევია. სისტემის თანამშრომლები ერთმანეთის ბრძანებებს ემორჩილებიან და უფლებების დაცვასთან არ გვაქვს კავშირი. ისინი შინაარსში არ შედიან, რა ბანერი გიჭირავს, ან რას აპროტესტებ, მათთვის მნიშნელოვანია, დაემორჩილო სისტემას, - განაცხადა კურატაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

თიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს
ტრენინგი სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით.

2025 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, 23 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით ნომინირება გაუწიოს მასწავლებლებს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე www.tprize.ge