შსს-მ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ადამიანის დაკავება დაადასტურა

29.03.25 00:01
შსს-მ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ადამიანის დაკავება დაადასტურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ადამიანის დაკავება დაადასტურა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მათივე თქმით, 2 პირი დაკავებულია "დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის" 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი "დაუმორჩილებლობისთვის" 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც "დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს".

ცოტა ხნის წინ ორი დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები