ვინ აკავებდა გუშინ პარლამენტთან აქტივისტებს - "პირველებმა" ყველა პოლიციელი გაშიფრა

29.03.25 11:15
ვინ აკავებდა გუშინ პარლამენტთან აქტივისტებს - "პირველებმა" ყველა პოლიციელი გაშიფრა

იდენტიფიცირებულია ყველა პოლიციელი, ვინც გუშინ პარლამენტთან მოქალაქეები დააკავა.

"ანწუხელიძე უკვდავია" - გოგონა, რომელსაც ამ შინაარსის საპროტესტო ბანერი ეჭირა, "პირველების" ინფორმაციით, მეხუთე განყოფილების მაღალჩინოსნებმა დააკავეს.  

ერთ-ერთი, ვინც თავდაპირველად თამარ კურატაშვილი დააკავა სწორედ თბილისის მეხუთე განყოფილების უფროსი ილია მარწყვიაშვილია. "პირველების" ინფორმაციით, სწორედ ის გასცემდა გუშინ პარლამენტთან დაკავების ბრძანებებს.

კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ მარწყვიაშვილმა "გოგონა ანწუხელიძის პლაკატით" მისივე განყოფილების თანამშორმელს მურო კილაძეს გადასცა. სწორედ მან გადაიყვანა დაკავების მანქანაში თამარ კურატაშვილი.

დაკავებებში იღებდა მონაწილეობას მეხუთე განყოფილების თანამშრომელი რონი მესხიც. კადრებში ჩანს ასევე გოგი ბაგიანიც.

"პირველები" დილიდან ცდილობს ხალხის დამკავებელ პოლიციელებთან გასაუბრებას - მეხუთე განყოფილებასთან მისულ "ტვ პირველის" გადამღებ მანქანაში დაემალა ილია მარწყვიაშვილი. განყოფილების უფროსი შენობაშიც კი ვერ შევიდა, ბოლოს კი ადგილი ავტომობილით დატოვა.

"პირველების" ჟურნალისტი ესაუბრა მურო კილაძეს, რომელმაც კითხვაზე, რა მიზეზით აღუკვეთეს თავისუფლება გოგონას "ანწუხელიძის პლაკატით", მეხუთე განყოფილების თანამშრომელმა თქვა, რომ ახალგაზრდა ქალი პოლიციას არ ემორჩილებოდა.

"პირველები" დილიდან ცდილობს ასევე რონი მესხთან და გოგი ბაგიანთან დაკავშირებასაც.

  • პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენებით სულ 4 პირი დააკავეს, გვაინ ღამით 2 მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

მსგავსი სიახლეები