სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" იურისტის და ოფისმენეჯერის გამოკითხვა მიმდინარეობს

29.03.25 11:40
სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" იურისტის და ოფისმენეჯერის გამოკითხვა მიმდინარეობს

სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" იურისტის და ოფისმენეჯერის გამოკითხვა მიმდინარეობს. თორნიკე ართქმელაძე და ეკა გიორგობიანი გამომძიებელების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის წინაშე პასუხობენ.

"ძლიერი საქართველოს" იურისტის და ოფისმენეჯერს გუშინ დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და უთხრეს, თუ რატომ არ ჩაიბარეს „ძლიერი საქართველოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სახელზე მისული წერილი, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე ჯაფარიძის დაბარებას ეხებოდა.

 ეს არის იმ ცირკის გაგრძელება, რასაც ადგილი აქვს ე.წ. პარლამენტში - ამბობს პარტიის იურისტი თორნიკე ართქმელაძე.

ბადრი ჯაფარის საქმესთან დაკავშირებით გამოძახებული ვარ მოწმის სახით ჩვენება, რომ მივცე. ეს არის იმ ცირკის გაგრძელება, რასაც ადგილი აქვს ე.წ. პარლამენტში, როდესაც გაუგებარ საკითხებს იძიებს ე.წ საგამოძიებო კომისია და გუშინ გავიგეთ, რომ საერთოდ თურმე პოლიტიკური პარტიების აკრძალვამდე უნდა მივიდეს ეს კომისია. ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკურია, რაც აქ ხდება. ჩემი გამოძახება მოწმე ის სახით არის სერიოზული კანონდარღვევა, გამომდინარე იქიდან, რომ მე ვარ ადვოკატი და იმ მომენტში ვასრულებდი საადვოკატო უფლება მოსილებას, თუმცა არაფერია ჩვენ დასამალი არ გვაქვს. მთავარი სამიზნე არის "ძლიერი საქართველო, იმიტომ რომ ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის ივანიშვილის რეჟიმს, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. ", - ამბობს თორნიკე ართქმელაძე.

პარტიის მენეჯერი ფაქტს სამართლებრივ დევნად აფასებს.

მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა და აინტერესებთ ის პროცედურები, რაც მოხდა მიმდინარე დღეიდან დაშვრებით. ეს არის პოლიტიკური პარტია "ძლიერი საქართველო". წერილი დაწერილი იყო პირადად ბადრი ჯაფარიძისთვის და პირად კორესპონდენციას პარტიაში არ ვიბარებთ", - ამბობს   ეკა გიორგობიანი.

კოალიციის წევრმა, ვატო სურგულაძემ განმარტა, თუ რატომ არ ჩაიბარეს “ძლიერი საქართველოს” ოფისის წარმომადგენლებმა წერილი, რითაც დროებითი საგამოძიებო კომისია ითხოვდა ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვაზე მისულიყო.

„ეს არის სუფთა პოლიტიკური პროცესი. მას არც წესებთან და არც რეგლამენტთან არ აქვს კავშირი. გასაგებია, მოიტანეს წერილი ბადრი ჯაფარიძისთვის დასაბარებლად, თუმცა წერილს ოფისი ვერ ჩაიბარებდა, რადგანაც ის იყო პერსონალური. წერილი რომ ყოფილიყო “ძლიერ საქართველოს” სახელზე დაწერილი, რა თქმა უნდა, მას ოფისმენეჯერიც და იურისტიც ჩაიბარებდნენ, მაგრამ წერილი იყო პერსონალური.

ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესები. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე კომისია სხდომაზე იმიტომ არ მივიდნენ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ პარლამენტს, ეს არის ქურდი პარლამენტი, რომელმაც მოიპარა არჩევნები; ეს არის ფსევდო მთავრობა, ეს არის ფსევდოპრეზიდენტი, აღარაფერს ვამბობ წულუკიანზე, "ქალბატონოთი" ვერ მივმართავ მაგ ქალს. ამიტომაც არ მივედით. წერილის წერა რომ უნდა ისწავლონ, ეს უკვე სხვა საქმეა”, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

  • შეგახსენებთ, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • წულუკიანმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კომისიაში 25 მარტს დაიბარა. 
  • თავად ხაზარაძემ საგამოძიებო კომისიას "ცირკი" უწოდა და პარლამენტში მისვლაზე უარი თქვა. წულუკიანის კომისიაზე მისვლაზე უარი თქვა ბადრი ჯაფარიძემაც.

 

მსგავსი სიახლეები