ვარკეთილში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

29.03.25 12:02
ვარკეთილში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ვარკეთილში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოხუცი ქალია.

ცეცხლი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე, ერთ ერთ ბინაში გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიიითთ ხანძრის გამომწვევი მიზეზი სანთელი გახდა. 

ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობდნენ - ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

სანთელი აუნთია მოხუც ქალს და ალბათ გადმოვარდა. მე ვხედავდი, რომ ბოლი გამოდიოდა. მე თავმჯდომარე ვარ და გამოვედი ერგევე, ყურადღება ხომ უნდა გამომჩენა. სასწრაფო, სასწრაფოზე მოვიდა, სამაშველოც მოვიდა. კი ჩააქრეს, მაგრამ მოხუცი გარდაიცვალა. ვინც გარდაიცვალა იმისი შვილი ეკლესიაში იყო და თავისი შვილი ბიჭი იქ იდგა. შვილიშვილიც იყო სახლში, მაგრამ ეძინა. ბოლმა გამოაგო ეს ბიჭი გარეთ და მერე სახლში შესვლა ვეღარ გაბედეს. ბოლში იყო უკვე გახვეული. ახალი გამოყვანილი იყო ოპერაცია გაუკეთებიათ და უთქვიათ ეკლესიაში, რომ წასულან არ მოკიდო სანთელს ხელიო", - ამბობს მეზობელი.

 

 

მსგავსი სიახლეები