საქართველო იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც ყველაზე მეტი რუსული არაყი შედის

29.03.25 15:06
საქართველო იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც ყველაზე მეტი რუსული არაყი შედის

საქართველო იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც ყველაზე მეტი რუსული არაყი შედის -  როგორც რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროექსპორტის ცენტრი იტყობინება, 2025 წლის იანვარ-თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  რუსული არყის ექსპორტი გაორმაგდა და 3,5 ათას ტონას მიაღწია.

რუსული არყის იმპორტის მოცულობით პირველი ადგილი ყაზახეთმა დაიკავა, რაც მთლიანი ექსპორტის მოცულობის 30%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ჩინეთი გავიდა მარაგების 22%-ით, ხოლო საქართველო სამეულის ბოლოშია 11%-ით.

საქსტატის მონაცმებით 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში  რუსეთიდან 719 630 აშშ დოლარის 236. 57 ტონა არაყი შემოვიდა.

მსგავსი სიახლეები