ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. კულტურის ყოფილ მინისტრს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის „სასამართლომ“ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. კულტურის ყოფილ მინისტრს. გუდის აგრბა დამნაშავედ იქნა ცნობილი საბიუჯეტო თანხების მითვისებაში. „მოსამართლემ“ ქონების კონფისკაციის გადაწყვეტილებაც მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე შეეხება 2021 წელს, ბიზნესმენ ნადირ ჯინალთან გაფორმებულ ორ კონტრაქტს - მანათობელი და ხმოვანი აპარატურის შესყიდვის შესახებ. პროდუქცია შესყიდვა მოხდა განსხვავებულ ფასად და დადასტურდა 14.3 მილიონი რუბლის მოპარვა. გუდის აგრბას ქრთამი ნაღდი ფულის სახით გადასცეს.
დაკავებული იყო ნადირ ჯინალი, მაგრამ ის დარბაზში გაათავისუფლეს.