რა აინტერესებდა პროკურატურას "ძლიერი საქართველოს" წევრებისგან - სასამართლოში გამოკითხვა დასრულებულია
მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, "ძლიერი საქართველოს" წევრების გამოკითხვა დასრულებულია. კოალიციის იურისტმა და ოფისის მენეჯერმა სასამართლო ცოტა ხნის წინ დატოვეს. თორნიკე ართმელაძესთან და ეკა გიორგობიანთან გაბიტაშვილის გამომძიებლებს იდენტური კითხვები ჰქონდათ.
ართქმელაძის თქმით, პროკურატურას აინტერესებდა, იყო თუ არა ბადრი ჯაფარიძე ინფორმირებული რომ მის სახელზე პარტიაში მისული უწყება მისმა თაპარტიელებმა არ ჩაიბარეს.
სრული აბსურდი, ნონსენსია ის, რაც მოხდა სასამართლოში, იმიტომ რომ როგორ შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, ერთმა პირმა რატომ არ ჩაიბარა სხვა პირის კორესპონდენცია, როცა ამის უფლებამოსილება არ აქვს. ეს არის უმარტივესი საკითხი. "ძლიერი საქართველოს" ოფისი იყო მოსული, კონკრეტულად პირის მიმართ კორესპონდენცია. რა თქმა უნდა, სამართლებრივად პირიქით არასწორი იქნებოდა ასეთი კორესპონდენციის ჩაბარება, რაც არაერთგზის განვუმარტე პროკურორს. ვუთხარი, რომ მოიტანეთ ისეთი წერილი, რომლის ადრესატი იქნება "ლელო -ძლიერი საქართველო" ჩვენი პარტიის დასახელება და ჩვენ ესეთ წერილს გავატარებთ. ასეთი წერილი არ იყო გაბრუნდა და შემდეგ მოხდა ეს პროცესი", - ამბობს თორნიკე ართქმელაძე
ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას ბადრი ჯაფარიძის დაბარება და გამოკითვაც აქვს განზრახული და სწორედ ამას ემსახურებოდა დღეს კოალიციის იურისტის და ოფისის მენეჯერის გამოკითხვა.
დაკითხვა მიმდინარეობდა 349-ე მუხლის ფარგლებში. შესაბამისად კითვები იყო ქალბატონ ეკას მიმართ, იცოდა თუ არა და ჰქონდა თუ არა ლიდერებს ინფორმაცია, კონკრეტული წერილი მივიდა თუ არა ადრესატამდე. ეს პროცესი ემსახურება იმას, რომ ბატონი ბადრის მიმართაც დააყენოს პროკურატურამ შუამდგომლობა და მოხდეს მისი დაკითხვაც სასამართლოზე, სწორედ იმ ფაქტთან მიმართებაში, რაზედაც იყო დაბარებული ბატონი მამუკა, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც ბატონ ბადრიზე, ისე ბატონ მამუკაზე", - ამბობს ადვოკატი.
- შეგახსენებთ, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- წულუკიანმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კომისიაში 25 მარტს დაიბარა.
- თავად ხაზარაძემ საგამოძიებო კომისიას "ცირკი" უწოდა და პარლამენტში მისვლაზე უარი თქვა. წულუკიანის კომისიაზე მისვლაზე უარი თქვა ბადრი ჯაფარიძემაც.