რა კავშირშია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა ოპოზიციის აკრძალვის გეგმასთან?

29.03.25 17:57
რა კავშირშია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა ოპოზიციის აკრძალვის გეგმასთან?

რა კავშირშია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა ოპოზიციის აკრძალვის გეგმასთან? - საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მხოლოდ აღნიშნული ინსტანციის სასამართლოა უფლებამოსილი ქვეყანაში პოლიტიკური პარტია აკრძალოს.

  • შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის აკრძალვით იმუქრება.

ბატონი კიკალიშვილი მათთვის სრულიად სასურველი კადრი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, თანამდებობრივად გადაწყვიტეს, რომ მათთვის სასურველი პირი ყოფილიყო ან თავმჯდომარის თანამდებობაზე ან კოლეგიათა თანამდებობაზე წარდგენილი, ამიტომ მოკლე გზა არის უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ პირის წარდგენა. შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. 

საკონსტიტუციო სასამართლო არის მხოლოდ უფლებამოსილი აკრძალოს ქვეყანაში პოლიტიკური პარტია. ისინი ბუნებრივია კვლავ "ქართული ოცნების" ერთგულები რჩებიან. ამ ნიშით არიან შერჩეულები და ამ შერჩევაში ბუნებრივია მონაწილეობდა კლანი, რომელიც გაბატონებულია საერთო სასამართლოებში", - ამბობს კოპალეიშვილი. 

რაც შეეხება მოსამართლე კიკილაშვილის საკონსტიტუციოდან წასვლას, ეკა ბესელია ამბობს, რომ მის შემცვლელს ახლა უზენაესი სამართლოდან ამზადებენ.

ეს ვინმე იქნება ისეთი კადრი, რომელიც უფრო გარანტირებულად დაიცავს რეპრესიული სისტემის ინტერესებს - აცხადებს ბესელია.

დალაგებულია სცენარი, როგორ უნდა შემოვიდეს ახალი, უკვე დავალებამიცემული კადრი სასამართლოში მოსამართლის კიკილაშვილის ნაცვლად, რომელსაც დაუფასეს მორჩილება და ძალიან მალე მოხდა მოკლე დროში იმპიჩმენტიდან მეორე თუ მესამე დღეს მისი შვილი იუსტიციის საბჭოში გააწესეს. ეს იყო პირდაპირი პოლიტიკური კორუფციისა და გარიგების მაგალითი. უზენაესი სამართლიდან ამზადებენ ეხლა კიკილაშლის ნაცვალად ვინმე შემოიყვანონ. ეს ვინმე იქნება ისეთი კადრი, რომელიც უფრო გარანტირებულად დაიცავს რეპრესიული სისტემის ინტერესებს", - ამბობს ეკა ბესელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ხვიჩა კიკილაშვილმა თანამდებობა 5 წლით ადრე დატოვა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი კი ხვალიდან ვაკანტური იქნება. ტურავას შემცვლელი, სავარაუდოდ, უზენაესმა სასამართლომ უნდა შეარჩიოს, რადგან "ოცნებას" ხმები არ ყოფნის.

მსგავსი სიახლეები