"იზოლატორში ქალის იძულებით გაშიშვლება არის ღირსების შემლახველი მოპყრობა, ეს უნდა გამოიძიოს კაციტაძის უწყებამ" - NGO-ები

29.03.25 17:16
"იზოლატორში ქალის იძულებით გაშიშვლება არის ღირსების შემლახველი მოპყრობა, ეს უნდა გამოიძიოს კაციტაძის უწყებამ" - NGO-ები

ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობა ელენე ხოშტარიაზე - არასამთავრობოები კოკა კაციტაძის უწყებას სამართალდამცავ მხრიდან ჩადელი ქმედებებზე ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი, ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსის მიმართ მთელი რიგი უფლებები დაირღვა. 

ეს შემთხვევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობა და გარდა იმისა, რომ პოლიცია იყენებს რეპრესიულ მეთოდებს მშვიდობიანი პოლიტიკოსებისა თუ მომიტინგეების წინააღმდეგ. შემდგომში ამას აგრძელებს ხოლმე დამამცირებელი თუ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკით. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტით დაინტერესდეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ევალება სამართალდამცავ მხრიდან ჩადელი ქმედებებზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია იყენებს მსგავს პრაქტიკებს, რომლის ერთ- ერთი მიზეზი არის დაუსჯელობა, რადგან ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში მიცემული, რომელთ მხრიდანაც შეინიშნებოდა მსგავსი ქმედებები მშვიდობიანი მომიტინგეებისა თუ პოლიტიკოსების მიმართ", - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაიას განცხადებით, იმის გარდა, რომ სტარსტბურგის კონვენციის მესამე მუხლის აშკარა დარღვევა იკვეთება ელენე ხოშტარიას მიმართ, ადამიანური თვალსაზრისით არის მიუღებელი ქალის გაშიშვლება და ამ სახით დამცირება. 

იზოლატორში ადამიანის გაშიშვლე არანაირ სამართლებრივ მიზანს არ ემსახურება,ე ს არის დავალება სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის და დამამცირებელი მოპყრობის, რომელიც არის სტარსტბურგის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. ეს არის ერთ-ერი უმძიმესი მუხლი, რაც კონვენციაში არსებობს და ამას მოჰყვება შესაბამისი შეფასებები, როგორც ადგილობრივი, ისიე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მაგრამ სულ, რომ დავანებოთ კანონებსა და კონვენციებს თავი მე მაინტერესებს, რომელი ქართველი ადამიანისთვისაა სულერთი, რომ უკანონოდ აკავებენ ქალს და ამ ქალს უკანონოდ აშიშვლებენ ციხეში. ეს არის წარმოუდგენელი ამაო, მაგრამ თვის გავიდა ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ბაია პატარაია.

ელენე ხოშტარიას წერილი იზოლატორიდან - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გუშინ პარლამენტთან დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს.

ოპოზიციონერი წერს, რომ მას დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანება პოლიციელებმა - ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა მიაყენეს.

როგორც ხოშტარია ამბობს, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღმსი იზოლატორში, როდესაც მისი თქმით,  ძალით, უკან შუკრეს ხელები.

ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს - წერს ელენე ხოშტარია წერილში. 

 

მსგავსი სიახლეები