"ოცნების" კრიტიკის გამო მოქალაქე სცემეს - ვოვა ამბალია ხელს ფოთის მერის სამეგობროს ადებს
"ქართული ოცნების" კრიტიკის გამო მოქალაქე სცემეს. ვლადიმერ ამბალიას ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის მეგობრები გაუსწორდნენ.
ჯგუფური თავდასხმის ამსახველ კადრებში ხუთი ადამიანი ჩანს. ორი, სავარაუდოდ, მერიის მოქმედი თანამშრომელია.
ფოთის მერის მუშაობით უკმაყოფილო მოქალაქეს სამსახურში ავტოსამრეცხაოში ღამით მიაკითხეს. თავდამსხმელები ვოვა ამბალიას აიძულებენენ, წაეშალა ის ვიდეომასალა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და სადაც საჯარო მოხელის კრიტიკიკა ისმის.
თავდამსხმელები ამბალიას სთხოვდნენ პასუხს, რატომ მოიხსენიებდა ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ფოთის მერს "სფალტიჩად".
ცემის ფაქტს შეესწრო სამრეცხაოში დასაქმებული არასრულწლოვანიც.
ვლადიმერ ამბალიამ კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. მას ცემის შედეგად თავში და სხეულის სხვადასხვა ნწილებშ დაზიანებები აღენიშნებოდა.
დავიწყე ვიდეოების ჩაწერა, რომ ქალაქში თუკი რამე არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს ნორმალურ ქვეყნებში. ამსა რატომ ვიძახი? იმდენი პრობლემა გვაქვს ქალაქში, რომ რავიცი... ვნც ნამყოფია ფოთში, კარგს რას იტყვის? დაწეროს პოსტად, რომ ეს გაქვთ სასწაული, მაგარი. ქალაქი არ არის განვითარებული ისე, როგორც უნდა იყოს განვითარებული. მოკლედ, ეს ვიდეოები რომ ჩაიწერა, ტან იმ ეფექტში ვარ, რისთვისაც მინდა, ყველას მოვუხადო ბოდიში, ვილანძღები არა, ვიგინები, ისე მაქვს ნერვები. ერთი წელია ჩამოსული ვარ ესპანეთიდან. 4 წელი წასული ვიყავი და იგივე ქალაქი დამხვდა, იგივე სიტუაციები და პრობლემები დამხხვდა და ხალხი, მეგობრები, ყველა გაქცეული. ჰოდა, ამ ვიდეოების შემდეგ, ეს ეძრვნება თან ქალაქის მერს, ბექა ვაჭარაძეს, რომელსაც მოვიხსენიებ როგორც „ასფალტოვიჩს“. ეს ის ბექა ვაჭარაძეა, რომელსაც ადრე შევთავაზეთ ფესტივალი და აური თქვა. მოძებნეს ამათმა ისეთი მომენტი, რომ მარტო ვყოფილიყავი, 5-მა კაცმა გამლახა და არც კი მოუსმენიათ, „ასფალტოვიჩს“ რატომ ვეძახი მერს, ამით მოვიდნენ. ამას რა ჰქვია არ ვიცი და ეს ხდება პოლიციიდან ას მეტრში. ანუ ტიპები არიან, რომ მათია ქალაქი და შენ, რაო?! აწი არ შევხვდეთ, თორემ განახებთო... რომ გადავხედეთ, ყველა არის ბექა ვაჭარაძის მეგობარი, 1 კლასიდან რომ ერთად იყვნენ, უმეტესობა, უფრო სწორად და ესენი ყველა რაღაც ადგილებზე იყვნენ დანიშნულები. იმ მომენტში იმყოფებოდა არასრულწლოვანი ბავშვი, რომელსაც რკინის კეტს უქნევენ, ანუ გასალახად, - ამბობს ამბალია.
მომხდარის შესახებ საქმის კურსშია პოლიციაც, თუმცა არცერთი თავდამსხმელი ამ დრომდე გამოკითხული არ არის.