"სულში ჩაგვაფურთხეს და დაგვამცირეს" - 2008 წლის ომის ვეტერანები წულუკიანის კომისიაზე

30.03.25 14:21
"სულში ჩაგვაფურთხეს და დაგვამცირეს" - 2008 წლის ომის ვეტერანები წულუკიანის კომისიაზე

"სულში ჩაგვაფურთხეს და დაგვამცირეს , - ასე აფასებენ 2008 წლის ომის ვეტერანები აგვისტოს ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიის გამოძიებას. 

აგვისტოს ომის გმირები ამბობენ, რომ აგვისტოს ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო და ამის დამდასტურებელი კადრებიც არსებობს. 

ქართველ ყველა მეომარს სულში ჩაგვაფურთხეს. ჩვენ რაც გვწამდა, რისთვისაც ვიბრძოდით, ყველაფერი გაანულეს. უსამშობლოებს უწოდებენ განსხვავებული აზრს ვინც გამოთქვამს. მე გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს, შეიარაღებული ძალების ვეტერანი. მიწოდეთ უსამშობლო, ქვეყნის მოღალატე. ფაქტები არსებობს, კადრები არსებობს, როგორ იბომბებოდა ლიახვის ხეობის სოფლები, როგორ აფეთქდნენ ჩვენი ბიჭები ნაღმზე, როგორ დაიბომბდა ერედვი, თამარაშენი. ყოველდღიურად, ინტესნიურად ხდებოდა დაბომბვა. ნუთუ ეს არაფერი იყო? ჩენ, უბრალოდ, ადეკვატური პასუხი გავეცით მოწინააღმდეგეს. ჩვენ არ ვართ აგრესორები, ჩენ ჩვენს ქვეყანას ვიცავდით, - ამბობს ომის ვეტერანი გაიოზ შეყლაშვილი.

"დამამცირებელს" უწოდებენ ომის ვეტერანები იმ ფაქტსაც, როდესაც წულუკიანმა გენერალ ყურაშვილზე კომისიის სხდომაზე  ტონს აუწია და "თითის ქნევით" ელაპარაკა.

2008 წლის ომი დაიწყო რუსეთმა. საქართველოს 2008 წლის ომი არ დაუწყია. მე, როგორც ომის ვეტერანს, ოფიცერს, ძალიან გული მტკივა. ჩვენი მოვალეობა იყო, რომ დაგვეცვა ჩვენი ხალხი და ჩვენი სოფლები. პირიქით, მსხვერპლი აქეთ მივიღეთ, აქეთ გაანადგურეს ქართველი მოსახლეობა. ძალიან სირცხვილია და შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როდესაც ისეთი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ სამხედრო გამოცდილება, ყოფილ გენშტაბის უფროსს და კიდევ სხვა ოფიცრებს დაიჯენ და ისეთი ტონით ესაუბრები, რაც დამამცირებელია და რაც ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს და გვაღიზიანებს, - ამბობს ტარიელ ნემსაძე. 

აგვისტოს ომის ჯარისკაცი გიორგი გუდავა აპირდაპირ ამბობს, რომ წულუკიანის თითის ქნევა, რეალურად, ქართველი ხალხის და ჯარისკაცების მიმართ ოკუპანტის თითის ქნევაა.  

ეს არის პირდაპირ ქვეყნის ღალატი, მცდელობა იმის, რომ რუსეთს ჩამორეცხონ ის სასტიკი მოპყრობა საქართველოს მიმართ, რაც განახორციელა 20008 წელს და მანამდეც. ეს არის დამცირება არა მარტო იმ გენერლების, რომლებიც იქ ისხდნენ თეა წულუკიანის თითის ქნევებით და „თქვენზე ნაკლები კაცი აქ არავინ არ არის“. თურმე სოზარ სუბარია იმატაზე უკეთესი და იმათი თანასწორი. ეს არის პირდაპირ მოსახლეობაზე თითის ქნევა, ყველა ჯარისკაცზე თითის ქნევა. ეს არის ოკუპანტის თითის ქნევაზე პირველ რიგში მოსახლეობაზე და არა პირობითად წულუკიანის, - ამბობს ჯარისკაცი გიორგი გუდავა. 

მსგავსი სიახლეები