5 წლიანი ტყვეობა დასრულებულია - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ირაკლი ბებუას ელოდებიან

ხუთ წლიანი ტყვეობა სოხუმის ციხეში დღეს დასრულდება. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ირაკლი ბებუას ელოდებიან.
საქართველოს მოქალაქეემ ოკუპირებული აფხაზეთი ენგურის გავლით უახლოეს საათებში უნდა დატოვოს. 33 წლის ბებუას ე.წ საზღვართან პოლიციის საგუშაგოსთან ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდებიან.
ბებუამ დეფაქტო რეჟიმის სასჯელი ბოლომდეე ისე მოიხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი დახმარება ვერ შეძლო. აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა გამოძიებამ საქართველოს მოქალაქე დროშის დაწვის გამო გალში დააკავა და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის ბრალდებით გაასამართლა.