თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოებით რუსმა ფოტოგრაფმა კონკურსი მოიგო

30.03.25 18:14
თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოებით რუსმა ფოტოგრაფმა კონკურსი მოიგო

თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოებით რუსმა ფოტოგრაფმა კონკურსი მოიგო. საუბარია ფოტოკონკურს WORLD PRESS PHOTO-ზე.

პრესტიჟული ფოტო დაჯილდოების გამარჯვებული კრემლის საინფორმაციო სააგენტო "ტასის" თანამშრომელი მიხაილ ტერეშენკო გახდა. კონკურსის ჟიურიმ ის რუსული სააგენტო გამოარჩია, რომელიც წლებია საქართველოზე დეზინფორმაციას და ყალბ ამბებს ავრცელებს. არადა, ამ კონკურსზე საკუთარი ნამუშევრები გაგზავნილი ჰქონდათ ქართველ დოკუმენტალისტებსაც, რომლებმაც სიცოცხლის რისკის ფასად გადაიღეს სისხლიანი ნოემბრის ამსახველი კადრები.

ქართველი ფოტოგრაფები მომხდარს შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ. 

რუსზე და ქართველზე კი არ არის საუბარი და ეროვნებაზე, აქ არის პირდაპირ პროპაგანდისტულ, რუსული სამთავრობო არხის, „ტასის“ რეპორტიორზე. სწორედ ეს აჩენს პროტესტ და სწორედ ეს იყო ჩვენი გაბრაზების და გაღიზიანების მიზეზი და სწორედ ამიტომ გამოვთქვით ჩვენ სურვილი, რომ გაგვეკეთებინა ეს განცხადება. ბევრი კითხვის ნიშანია კონკრეტულად ფოტორეპორტაჟის მიმართაც, ავტორების მიმართაც, კონკურსის მიმართაც და კარგი იქნებოდა, რომ ეს ასე არ დარჩეს და ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს კონკურსა, თუნდაც დისკვალიფიკაცია ან  თუნდაც ბოდიშის მოხდა, - ამბობს „პუბლიკას“ ჟურნალისტი და რეპორტიორი მინდია გაბაძე.

ფოტოკონკურსის ორგანოზატორები კი ამბობენ, რომ კონკურსის დროს მონაწილეტა ანონიმურობა დაცული იყო, თუმცა ქართველი რეპორტიორები მიიჩნევენ, რომ ეს თავის გასამართლებელი საბუთი არ არის.