დადგენილია იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც ხოშტარიაზე იძალადა - კაციტაძის უწყება დუმს

ნინო ჩხარტიშვილი, სალომე ლაშხია და დავით ბოლოთაშვილი. - დადგენილია მოძალადე პოლიციელების ვინაობა, ვინც დაკავებულ ქალ პოლიტიკოსზე ძალადობდა. ელენე ხოშტარია ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენში დაიწყო, სადაც ნინო ჩხარტიშვილმა დაზიანებები ყბისა და კბილების არეში მიაყენა.
ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა თბილისის პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა, სადაც მოძალადე პოლიციელებს სალომე ლაშხია დაემატა. ხოშტარია სრულად გააშიშვლეს და შიშველ სხეულზე მეტალო დეტექტორის გადატარება დაუწყეს, რაც უკანონობაა და ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმაც გაავრცელა.
ქალთა უფლებების დამცველთა შეფასებით, მეთოდები, რომელიც ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოიყენეს, წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა. უმძიმეს დანაშაულში მხილებული ყველა პოლიციელი თანამდებობაზე რჩება იმის მიუუხედავა, რომ ყველას ვინაობა დადგენილია.
ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდების გამოყენების ბრძანებას პოლიციელიები ზემდგომებისგან იღებდნენ. ამის შესახებ ხოშტარიამ "პირველებთან" ისაუბრა. იხსენებს, რომ ყოველი ეპიზოდის შემდეგ პოლიციელები მობილურით ანგარიშს აბარებდენენ ვიღაცას.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.