საქართველოში შობადობა შემცირდა

საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. 1990 წლის შემდეგ პირველად 2024 წელს 40 ათასით ნაკლები ბავშვი დაიბადა. დამოუკდიებელი საქართველოს ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს. 39 483 დაბადება და 43 971 გარდაცვალება - დემოგრაფიული მდგომარებას წლიდან წლამდე შეუქცევადად უარესდება, რაც დასტურია იმის, რომ ქვეყანაში ბავშვების გაჩენა სულ უფრო ნაკლებ მშობელს სურს.
სახელწმიფო მრავალშვილიან ოჯახებს ყურადღებას არ აქცევს. ნატო ღვთისიაშვილი 7 შვილის დედაა, რომელიც ავარიულ სახლში ცხოვრობს და ჭერი თავზე ენგრევა. რამდენიმე დღის წინ გადაუხდელობის გამო ჩაუჭრეს ბუნებრივი აირი და ბავშვები ცხელი წყლის და გათბობის გარეშე დარჩნენ. მერიამ იცის, რომ ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს, თუმცა არ რეაგირებს. 7 შვილის დედა ამბობს, რომ სახელწმიფოს დახმარება ბავშვებზე იმდენად მიზერულია, რომ ვერანაირ საჭიროებას ვერ ფარავს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც შობადობა სიტორიულ მინიმუმზე დავარდა, ქვეყანაში გამეფებული სიდუხჭირეა. მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი განაპირობებს დემოგრაფიუოლ კატასტროფას. სწორედ ამ ფონის გამო ქვეყნიდან სულ უფრო მეტი ადამიანი გააედინება და შვილებსაც სხვა უფრო სტაბილურ და ძლიერ ქვეყანაში აჩენენ. წინა წელთან შედარებით, საქართველოში თითქმის 2 %ით შემცირდა შობადობა, სიკვდილინობა კი თითქმის 3 % ით გაიზარდა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.