65 კილომეტრი გადალახულია - დმანისიდან დაძრული მარში თბილისისკენ მოემართება

65 კილომეტრიანი გამოწვევა გადალახულია. ევროპული მომავლის მცველები მარნეულიც გამოაირეს და დედაქალაქისკენ მსვლელობას აგრძელებნ.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მარში დმანისიდან დაიწყეს და თბილისში ფეხით მოემართებიან. მოქალაქეები დედაქალაქში ჩამოსვლამდე ოთხ ქალაქს და ოც სოფელს მოივლიან. მარში სინდისის პატიმრების სოლიდარობისთვის ტარდება.
მსვლელობის მონაწილეები გეგმავენ, ხვალ თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ.
100 კილომეტრიანი მარშ ამტკიცებს კიდევ ერთხელ იმას, რომ არავინ დაღლილა და ბოლომდე იქნება ეს ბრძოლა, რათა მიღწეული იქნას ჩვენი მტავარი ეროვნული მიზანი. აქ ვართ ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფები ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და ეტაპობრივად შემოგვიერთდება ძალიან ბევრი ხალხი. ხვალ საღამოს თბილისში შევლათ ერთად და მივალთ რუსთაველზე, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. იზრდება ადმაიანების რაოდენობა, რომელიც გვხვდება გზაზე და ვხედავთ მათ მხარდაჭერას, - ამბობს მარიშ მონაწილე.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.