ირაკლი ბებუას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
ირაკლი ბებუას ოკუპირებული სოხუმის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. საქართველოს მოქალაქე მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ბედით დაინტერესდა.
სახლში მინდა, გულიტ რომ გითხრათ, ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ და დიდ მადლობას გიხდით, ვინც მონაწილეობა მიიღო გათავისუფლებაში. ცდილობდიტ გულახდილად და გულწრფელად და ადამიანურად გიხდით მადლობას ყველას, ვინც მონაწილეობა მართლა მიიღეთ და დაინტერესდით ადამიანურად, - ამბობს ბებუა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია. ის უკვე საქართველოს კონრტოლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს უკანონოდ დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბებუამ დეფაქტო რეჟიმის სასჯელი ბოლომდე ისე მოიხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი დახმარება ვერ შეძლო. აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა გამოძიებამ საქართველოს მოქალაქე დროშის დაწვის გამო გალში დააკავა და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის ბრალდებით გაასამართლა.