ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

31.03.25 10:09
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი არსებითად განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურამ მოწმეები უნდა წარადგინოს.

გამოძიება მზია ამაღლობელს “სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები