შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც 28 მარტის აქციაზე ჩვენი ავტომანქანა დააზიანა

31.03.25 10:37
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც 28 მარტის აქციაზე ჩვენი ავტომანქანა დააზიანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის 
ფედერაციის მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.

უწყების ცნობით, მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.

მსგავსი სიახლეები