პროტესტის დღე საქართველოში-20:00 საათიდან რუსთაველის გამზირი წინააღმდეგობის ცენტრად კიდევ ერთხელ იქცევა

პროტესტის დღე საქართველოში-თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ქუთაისი, გორი, თელავი და ახალციხე აქციისთვის ემზადება.
თარიღი სიმბოლურია. 34 წლის წინ ამ დღეს საქართველომ 70 წლიან საბჭოთა ოკუპაციას უარი რეფერენდუმით უთხრა. ივანიშვილის რეჟიმის და მისი რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის.
20:00 საათიდან რუსთაველის გამზირი წინააღმდეგობის ცენტრად კიდევ ერთხელ იქცევა.
პარლამენტის შენობის წინ უკვე საპოლიციო მობილიზება. ცოტა ხანში იქ სცენას ააწყობენ. რუსთაველზე ელოდებიან დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ოპოზიციიის ლიდერებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს ზუსტად 21:00 საათზე მიმართავს და იმ სტრატეგიაზე ისაუბრებს, რომლითაც პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად, ქვეყნაში რეალურ ცვლილებებს მოიტანს.
ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქუჩაში აპირებენ გამოსვლას, ამბობენ, რომ აუცილებელია ყველამ იგრძნოს დიდი ერთიანობა, ამიტომ ყველას მოუწოდებენ, ქვეყნის მთავარ გამზირზე პროტესტს შეუერთდნენ.
უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, არა იმიტომ, რომ რაღაც მოვისმინოთ, და გეგმის ახალი შტრიხები და დეტალები გამოიკვეთოს, მე ამას არ ველოდები. ჩვენი ბრძოლისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ, რამდენი ვართ, რომ ვართ ისევ ბევრნი, ისევ ერთ აზრზე და ვაგრძელებთ ბრძოლას.
არის ერთადერთი გამოსავალი, უნდა მოვითხოვოთ დე ფაქტო მმართველობის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, უნდა შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს, -ამბობს გიორგი თავართქილაძე.
ველოდებით მნიშვნელოვან მესიჯებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც გამოვლენ სიტყვით. ჩვენი ბრძოლა არის ეგზისტენციალური სახის და ჩვენ ყველანი ვიბრძვით, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, რომელსაც ეპატრონება რუსეთი, ამ სისხლიანი “ქოცრეჟიმის“ ხელით, - აცხადებს დავით ქაცარავა.
უნდა ვიომოთ ერთიანად, ბძროლა მშვიდობიანიც ერთიანად უნდა მოხდეს, სხვანაირად შეუძლებელია, რადგან რწმენას დაკარგავს ხალხი, თუ არ გაერთიანდება ოპოზიცია. ის ბიჭები და ის ადამიანები, ვინც ციხეში არიან, არიან ამ ხელისუფლების პოლიტიკური და სინდისი პატიმრები, მათი გამოხსნა იქიდან შეიძლება მხოლოდ ერთი გზით, ეს არის გამარჯვება და ერთიანობა- ამბობს გია ჭანტურია.