პარლამენტთან, "წულუკიანის კომისიის" სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართება

31.03.25 11:26
პარლამენტთან, "წულუკიანის კომისიის" სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართება

ფართომასტაბიან საპროტესტო აქციამდე, 12:00 საათიდან, "წულიკიანი კომისიის" სხდომის პარალელურად, პარლამენტთან აქცია გაიმართება.

სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ “ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა ღალატის ტოლფასია და სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, პროტესტის ფონზე შეაცილონ ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ სხდომაზე მივა.

შეუძლებელია საკონონმდებლო ორგანოს უბრალოდ გვერდი ავუარო და სამსახურში წავიდე, როდესაც გვერდზე ქუჩაზე ყიდიან სამშობლოს. დღე აქ იმიტომ ვიკრიბებით, რომ თუნდაც ხმა მიავწვდინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც შიგნით შედიან და ღიად გადადიან რუსულ ნარატივებზე. მინდა, ვთხოვო ჯარისკაცებს, რომლებსაც დღეს, ფაქტობრივად, ასამართლებენ, შემოგვიერთდნენ აქციაზე ჩაიცვან სამხედრო ფორმა, რათა გამოირჩეოდნენ მოქალაქეებისგან, რომ ჩვენ დადვგეთ მათთან ერთად წინა ხაზზე, რომელიც მათ გადაარჩინეს, ჩვენ გავიზარდეთ, გავხდით ექიმები, მასწავლებლები, მოხალისეები, რომლებიც მათთან ერთად დავდგებით წინა ხაზზე“, - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

დღესვე,  20:00 საათზე, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, დაგეგმილია მასშტაბური აქცია: "დგება ხალხის გაზაფხული"

მსგავსი სიახლეები