გიორგი ჩიკვაიძე ითხოვს, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ - პენიტენციური უარზეა
გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან კლინიკაში ითხოვს გადაყვანას. მოშიმშილე პატიმრის მოთხოვნას პენიტენციური დაწესებულება ჯერ არ აკმაყოფილებს.
დაჭერილი ბიზნესმენი პროტესტის ნიშნად უკვე 20 დღეა შიმშილობს. ჩიკვაიძის ჯანმრთელობა მძიმეა. ბიზმესმენი რამდენიმე დღეა ციხის სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს. ამის მთავარი მიზეზი პენიტენციური სისტემის მიმართ უნდობლობაა.
ჩიკვაიძის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს მისი ოჯახიც. მოშიმშილე პატიმრის დედა პირდაპირ ამბობს, რომ მის შვილზე საპატიმროში ტერორი ხორციელდება. მისი თქმით, რეჟიმმა ჩიკვაიძე საზოგადოებას დაუმალა და სასამართლოში, საკუთარ პროცესზეც კი არ მიიყვანა.
დაკითხვის დროს უკვე გამზადებული პატიმარი მანქანიდან ამოაბრუნეს ეტლით და მას უთხრეს, რომ ახლა უნდა გაგიკეთოთ ანალიზი და შენ იქ ვერ წახვალ. აქ მოვიყვანთ მოსამართლეს, პროკურორს. მასზე განახორციელეს ტერორი. მე მქონდა გიორგისთან ურთიერთობა ტელეფონით, ლაპარაკობს ძალიან ზანტად და მითხრა, რომ მას მოუწყვეს ტერორი. მაგ დროისთვის იყო უკვე 14 დღის ნაშიმშილარი. მათ გადამალეს მოშიმშილე პატიმარი გიორგი ჩიკვაიძე. ასე როგორ გეშინიათ ამ ადამიანის?, - ამბობს ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი.
ამ წუთებში გიორგი ჩიკვაიძეს მისი უფლებადამცველი ხვდება. როგორია მოშიმშლე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ადვოკატი საპატიმროს დატოვებს.