აქტივისტი გელა ხასაია პარლამენტთან ძალის გამოყენებით დააკავეს
აქტივისტი გელა ხასაია პარლამენტთან ძალის გამოყენებით დააკავეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, “კოალიცია ცვლილებისთვის“ აქტივისტი გელა ხასაია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მანამდე პოლიცია მის გაჩხრეკას ცდილობდა, რაზედაც ხასაიამ უარი უთხრა.
გელა ხასაია იდენტიფიცირების მიზნით გადაიყვანეს პოლიციაში. ზურგჩანთის გახსნას სთხოვდნენ გონივრული ეჭვის საფუძველზე. შეიძლება ძებნილი იყოსო", - წერს პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების პრესსამსახურის წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გელა ხასაია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.