ქედაში მანქანა მდინარეში გადავარდა-დაღუპულია 1 ადამიანი

31.03.25 12:44
ქედაში მანქანა მდინარეში გადავარდა-დაღუპულია 1 ადამიანი

ქედაში, სოფელ წონიარისში მანქანა მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.

დაშავებულები ქედის კლინიკაში არიან მოთავსებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები