პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტთან სცენის მოწყობის საშუალებას არ აძლევს
მზადება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის-საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებს საშუალებას არ აძლევს, სცენის მოსაწყობად, სპეციალური კონსტრუქციები ადგილზე მიიტანონ.
საათნახევარია ისინი უშედეგოდ ითხოვენ, მიეცეთ სცენის მოწყობის უფლება. როგორც ისინი ამბობენ, თბილისის მერიის სახელზე წერილობით განცხადება შეტანილი აქვთ და შესაბამისად, ნებართვაც გააჩნიათ საკანონმდებლო ორგანოსთან სცენა მოაწყონ.
მათივე თქმით, სამართალდამცველებს არგუმენტები არ აქვთ, თუმცა, მაინც დალოდებას სთხოვენ.
არგუმენტი არ არსებობს, წერილი შეტანილია მერიაში და ჩვენ სრული ფულება გვაქვს, რომ აქ დავდგათ კონსტრუქცია, რათა დრეს ჩატარდეს აქცია და პრეზიდენტმა მიმართოს მოქალაქეებს სიტყვით. ეს აუცილებლად მოხდება, მიუხედავად იმის, რას იტყვიან ესენი. ხელით შემოვიტანთ, მხრებზე შემოვიდგამთ, ამ ყველაფერს ვერ ჩაშლიან. საათნახევარია ვდგავართ, ყოველ 15 წუთში მივდივართ და ვეკითხებით,ველოდებით, მაგრამ პასუხი არ არის. 20:00 საათამდე ვერ დაველოდებით, ამ კონსტრუქციების აწყობას სჭირდება დრო. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენ იმას გავაკეთებთ, რისი უფლებაც კონსტიტუციურად გვაქვს.
მათი დაწერილი ჩმორული კანონებით ვერ გაგავჩერებენ, რადგან ჩვენ არ ვართ ჩმორები, ჩმორები არიან ისინი, - განაცხადა შუშანა მაცაბერაძემ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი უკვე შეიკრიბა. ისინი პარლამენტში მიმდინარე ე.წ. საგამოძებო კომისიის სხდომას აპროტესტებენ.