რამდენიმე საათი საპროტესტო აქციამდე -რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟი მიმდინარეობს
ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათი რჩება- რუსთაველის გამზირზე აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.
აქცია ლოზუნგით-დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზეა დაგეგმილი. 21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია სიმრავლე, რადგან ყველამ დაინახოს, რომ ისინი გაჩერებას არ აპიურებენ.
ჩვენ არ გვინდა რუსული სტილის სახელმწიფოსი, რუსული ტიპის დიქტატურაში ცხოვრება, ჩვენ არც რუსეთი ვართ და არც ბელორუსი, საქართველო ყოველთვის ისწრაფვოდა და ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ, სუვერენიტეტისკენ და ყველანარიად, რა გზითაც არ უნდა იყოს ეს, უნდა შევძლოთ, შევინარჩუნოთ ქვეყანა. 8 საათზე, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაში და ევროკავშირშია და არა რუსეთში, უნდა იყოს რუსთაველის გამზირზე-ამბობს აქციის მონაწილე.
მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს რუსთაველზე და რუსულ ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველანაირი ხერხით, რუსული ხელისუფლება ცდილობს პროტესტი ჩაახშოს, ეს იქნება ჯარიმები, დაჭერები, ტიტუშკების დახვედრები, მაგრამ ეს პროტესტი არ ჩერდება და აუცილებლად მივა გამარჯვებამდე, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
ეს პროტესტი არის ის, რაც აჩერებს სრულმასშტაბიან რეპრესიულ რეჟიმს, რეპრესიებს და დევნას ქვეყანაში, შესაბამისად, აუცილებელია ჩანდეს, რომ ხალხი ვართ თანმიმდევრულები, ის მოთხოვნები რაც გვაქვს არსად წასულა. მნიშვნელოვანია, უკან არ დავიხიოთ და ისევ შევიკრიბოთ- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ესმა გუმბარიძე.