მოსამართლე სახელაშვილმა პოლიციელების დაკითხვაზე ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

31.03.25 15:38
მოსამართლე სახელაშვილმა პოლიციელების დაკითხვაზე ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე სახელაშვილმა პოლიციელების დაკითხვის თაობაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა - გოჩა ვანაძის და ნოდარ ზენაიშვილის დაკითხვის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

სასამართლო დარბაზში მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა, ისმოდა შეძახილები, რის გამოც, დარბაზში მყოფ ერთ პირს მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა.

ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ ის მოითხოვს სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენების მისაცემად აღარ გამოცხადეებიან.

ბატონ ვანაძეს საერთოდ დაავიწყდა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში, რა გარემოებები იყო აღწერილი და საერთოდ წავიდა დაუკრეფავში იმ ადამინისტრაციულ პროცესზე და წავიდა დაუკრეფავში და ახალი ტყუილებით გაამდიდრა ის პროცესი. ვითომ, მზია ამაღლობელი უწევდა წინააღმდეგობას ყველა სამართალდამრღვევის დაკავებაში, რაც აბსოლუტური ტყუილი და ბლეფია. აუცილებლად ვიშუამდგომლებ მისი ცრუ ჩვენებებისთვის ახალი შუამდგომლობით გენპროკურორთან, რომ დაიწყოს  მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა,-განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი განახლდა. მზია ამაღლობელს სხდომათა დარბაზში მხარდამჭერები ტრანსპარანტებით დახვდნენ, ასევე, ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზიას“. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი საქმეს არსებითად განიხილავს.

მსგავსი სიახლეები