4-საათიანი ლოდინის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეებს სცენის მოწყობის უფლება მისცა
4-საათიანი ლოდინის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეებს სცემის მოწყობის უფლება მისცა.
აქციის ორგანიზატორებმა კონსტრუქციებით და ხმის გამაძლიერებლებით დატვირთული მანქანა საკანონმდებლო ორგანოსთან მიიყვანეს და ელოდებოდნენ, როდის დართავდნენ ნებას, სცენის მოწყობა დაეწყოთ.
პარლამენტთან იმყოფება კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ელე ხოშტარიაც, რომელიც ამბობს, რომ სცენის მოწყობის უფლება აქვთ და ამისთვის ნებართვა არ სჭრიდებათ.
“აქციია, არანაირი ნებართვა არაა საჭირო, უნდა გაიშალოს სცენა“, - აღნიშნა ხოშტარიამ.
ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი იძულებულები არიან, სგავსი გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან, “როგორც არ უნდა მოიქცნენ, მაინც მოუწევთ პარლამენტთან სცენა ნახონ“.
20:00 საათიდან რუსთაველის გამზირი წინააღმდეგობის ცენტრად კიდევ ერთხელ იქცევა. რუსთაველზე ელოდებიან დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ოპოზიციიის ლიდერებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს ზუსტად 21:00 საათზე მიმართავს და იმ სტრატეგიაზე ისაუბრებს, რომლითაც პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად, ქვეყნაში რეალურ ცვლილებებს მოიტანს.