დიდი პროტესტის დღე-19:00 საათზე ქალაქში რამდენიმე მსვლელობა დაიწყება

31.03.25 17:27
დიდი პროტესტის დღე-19:00 საათზე ქალაქში რამდენიმე მსვლელობა დაიწყება

პარლამენტის შენობასთან მოქალაქები საპროტესტო მარშებით მივლენ- 19:00 საათზე ქალაქში ერთდროულად რამდენიმე მსვლელობა დაიწყება. დაგეგმილია სტუდენტების და რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მარშიც.

იგეგმება ხელოვანების მარშიც, რომელიც სტარტს თეატრალური უნივერსიტეტიდან აიღებს და პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლებს.

საქართველოს მოქალაქეეები დღეს იმ ეროვნულ გმირებსაც იხსენებენ - ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას საფუძველი ჩაუყარა. 34 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ 70-წლიან საბჭოთა ოკუპაციას თავი დააღწია.

სამოქალაქო ატივისტები მიიჩნევენ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ქუჩაში დგომა, რადგან ქვეყანა ისევ საფრთხის წინაშეა.

ამ თარიღს თავისი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, თუმცა ის მოცემულობა, რაც დღეს არის შექმნილი, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მოპოვებულ თავისუფლებას სჭირდება მუდმივი დაცვა და ბრძოლა მისი შენარჩუნებისთვის. დღეს მძიმე ფონია შექმნილი, ვხედავთ ღალატის მაგალითებს, ეს არ არის მხოლოდ ჩემი, ან საზოგადოების რომელიმე სეგმენტის პასუხისმგებლობა, ძალიან მნიშნელოვანია, ამ პროცესში ვიყოთ ერთიანები, - აცხადებს ნიკო მანგაძე.

აქ დაყოფის დრო აღარა, ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, რეჟიმი ფორსირებულად ცდილობს ისტორიის გადაწერას და ლეგიტიმაციის შექმნას იმისთვის, რომ მერე ადვილად მოხდეს რუსეთის მიერ საქრათველოს მიერთება. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ, ეს ბრძოლა უნდა იყოს კოორდინირებული, ამიტომაც, მაქვს მოლოდინი, რომ გვექნება ერთობის ჩვენება, ქართულ საზოგადოებას, ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები