ესტონეთის პარლამენტის წევრები და ჟურნალისტები სინდისის პატიმრების დედებს ხვდებიან

31.03.25 17:43
 ესტონეთის პარლამენტის წევრები და ჟურნალისტები სინდისის პატიმრების დედებს ხვდებიან

საქართველოში ესტონეთის პარლამენტის წევრები და ჟურნალისტები იმყოფებიან. ისინი ამ წუთებში რეჟიმის პატიმრების მშობლებს ხვდებიან.

პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მაქსიმალურად გასცემენ იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც ამ წარმომადგენლობას ექნება.

დედებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - მაქსიმალურად გაძლიერდეს წნეხი ივანიშვილის რეჟიმზე და არცერთი დასავლელი პარტნიორი მათთან ურთიერთობაში არ შევიდეს იქამდე, ვიდრე ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება და ყველა პოლიტიკური პატიმარი თავისუფლებაზე არ იქნება.

გვინდა ჩვენი ტკივილი, სათქმელი და ჩვენი ტყვეების ამბავი მაქსიმალურად გაიგონ და რაც შეიძლება მეტი ზეწოლა იყოს ამ მხრივ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში და ჩვენი ტყვეები სხედან 4 თვეა, ზოგი მეტიც. ასეთი უმსგავსობის დ აუსამართლობსი ატანა უკვე ძალიან რთულია“, - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთის წარმომადგენლობა აქტიურად ესწრება სინდისის პატიმრების პროცესებსაც.

მსგავსი სიახლეები