ქართველი მეომარი ტერორზე საუბრობს: სუს-ის თანამშრომლები 11 წლის შვილით მემუქრებოდნენ

31.03.25 20:03
ქართველი მეომარი ტერორზე საუბრობს: სუს-ის თანამშრომლები 11 წლის შვილით მემუქრებოდნენ

საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ლაშა რუხაია "პირველებთან" ამბობს, რომ   "ქართულმა ოცნებამ" მისი დევნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქტიურად დაიწყო.

ქართველი მეომარი, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო, ამბობს, რომ მას საქართველოში ოჯახის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ,  ამიტომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. 

რუხაია ამტკიცებს, რომ მეუღლეს შვილის ფოტოები გაუგზავნეს და დაემუქრენენ, რომ თუ საპროტესტო აქციაზე სიარულს არ შეწყვეტდა, ოჯახის ლიკვიდაცია ემუქრებოდა.

ეს ყველაფერი არ არის, რუხაიას თქმით, სუს-ის რეპრესიების პარალელურად,  მის წინააღმდეგ რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა ძებნა გამოაცხადა და შავ სიაში შეიყვანა. 

როდესაც ჩემ ქვეყანაში რუსებმა ძებნა გამომიცხადეს და 24 წელი მომისაჯეს, ერთხელაც არ დაურეკავს სახელმწიფო სამსახურს, ან რომელიმე სტრუქტურას, რა პრობლემა ჰქონდა მის მოქალაქეს, რატომ ეძებდნენ და რა პრობლემა მქონდა, პირიქით, აქეთ მდევნიდნენ, იყო მუქარები.

შვილის მოკვლით მემუქრებოდნენ, ყველაფერი შენახული მაქვს, ამიტომ მომიწია ქვეყნის დატოვება.

სუსის თანამშომლები, რომლებიც იყვნენ ნიღბებში და მე ამოვიცანი, ჩუმად იღებდნენ ახალგაზრდებს, ზუსტად ის პირები ჩემ მეუღლეს წერდნენ, შვილის ფოტოებს უგზავნიდნენ და წერდნენ, რომ ან შენი ქმარი გააჩერე, ან ვიცით შენი შვილი რომელ სკოლაშიც სწავლობსო. 11 წლის ბავშვით მემუქრებოდნენ,- უყვება “პირველებს“ რუხაია. 

მსგავსი სიახლეები